1.პროექტის სახელწოდება: რაციონალური რიცხვები და რიცხვითი ღერძი
2.პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები შეძლებენ ერთმანეთს დაუკავშირონ რიცხვითი ღერძი და რაციონალური რიცხვები.
3.პროექტის აქტუალობა: სიმრავლეთა კლასიფიკაცია. მთელ რიცხვთა სიმრავლეების კლასებად დაყოფა, შესაბამისი მაგალითების მიხედვით.
4.პროექტის მიზნები: წერტილის მდებარეობის განსაზღვრა რიცხვით ღერძზე.
5.მონაწილეთა ასაკი: 13 წელი.
6.ვადები /ხანგრძლივობა: 2 დღე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მასალა არამარტო ეცნობა მონაწილეებს, არამედ ისინი გამოიყენებენ ცხოვრებაშიც მიმართულების სწორად აღქმისთვის.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, თაბახის ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები იხსენებენ, რომ ყოველი ნატურალური რიცხვი ქვესიმრავლეა მთელ რიცხვთა სიმრავლის და ყოველი მთელი რიცხვი ქვესიმრავლეა რაციონალურ რიცხვთა სიმრავლის. მოსწავლეები განმარტავენ სხვა და სხვა რიცხვებს, განალაგებენ მათ რიცხვით წრფეზე, ასახელებენ მათ კოორდინატებს, პოულობენ რიცხვით ღერძზე ორ წერტილს შორის მანძილს.
მოსწავლეები გაიხსენებენ რიცხვით ღერძზე ნატურალური რიცხვების განლაგებას, რომ რიცხვები არიან 0–ის მარჯვნივ დალაგებული, 0 არ ეკუთვნის ამ სიმრავლეს. N რაციონალური რიცხვების განლაგებისას რიცხვით სხივზე აუცილებელია 0–ისა და მის მარცხნივ არსებული სხივის გამოყენება. მიხვდებიან რომ რიცხვით სხივზე მარცხნიდან 0 მდე და 0–ის მარჯვნივ მდებარე რიცხვები ყველა რაციონალური რიცხვია. დავუკავშირებ ვენის დიაგრამას შევახსენებ ტემპერატურასთან კავშირს, უკეთ განსაზღვრავენ მიმართულებას.
ÿ
N
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები კავშირს დაამყარებენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან. მიეჩვევიან დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიებას. განათავსებენ თავიანთ ნახაზებს ინტერნეტში. ისწავლიან კომპიუტერის პროგრამების გამოყენებით ხაზვას.
11.პროექტის ხელმძღვანელი( მასწავლებელი): ფატი გოგრიჭიანი
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: fgogrichiani@gmail.com
No comments:
Post a Comment